საერთაშორისო პროფილი

ევროპის უნივერსიტეტის ისტორია ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის. რამდენიმე წლის წინ კი როცა მისი სრული რებრენდინგი მოხდა, სასწავლო დაწესებულებას სახელი შეეცვალა და დღეს ის საგანმანათლებლო სივრცეში ევროპის უნივერსიტეტის სახელით ფუნქციონირებს.

ინტერნაციონალიზაცია ჩვენი უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. არსებითად, ეს გულისხმობს სწავლებისა და კვლევის პროცესის ლოკალური (ეროვნული) სივრციდან საერთაშორისო სივრცეში გადატანას. ჩვენი მიზანია, ინტენსიურად ვიყოთ ჩართული საერთაშორისო სასწავლო და კვლევით პროექტებში.

ამ კუთხით, უნივერსიტეტი მრავალ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თუმცა, გრძელვადიანი გეგმით, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის კუთხით, ჩვენი უნივერსიტეტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ უნდა იქცეს ჩვენს რეგიონში.

  • ყოველწლიურად ჩვენს სტუდენტებს სასერტიფიკატო კურსებს უტარებენ წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების პროფესორები.
  • ყოველწლიურად ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.
  • ჩვენი სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელი სტუდენტებია.
  • ჩვენი აკადემიური პერსონალის ნაწილი უცხოური პროფესურაა.
  • ჩვენი პროფესორები ლექციებს კითხულობენ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.
  • ჩვენი სტუდენტები პრაქტიკას გადიან ამერიკის შეერთებულ შტატებში.
  • ყოველწლიურად ჩვენ ვატარებთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციებს, გამოვცემთ კონფერენციების კრებულებს და შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს პროფესურას განვითარდნენ.
  • ჩვენ ვაფინანსებთ ჩვენი წარმატებული პროფესორების მონაწილეობას მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციებში.

 

Advertisements